მალაიიური თვითმფრინავის ჩამოგდება

კერი: უკრაინის არმიას არ ჰქონდა იარაღი, რომლითაც ბოინგ 777 ჩამოაგდეს

truthrevolt.org

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ CNN-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი პრორუსმა ტერორისტებმა ჩამოაგდეს. კერიმ აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა ტერორისტებს რუსეთმა გადასცა.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, სარაკეტო საზენიტო სისტემა, რომელმაც მალაიზიური ბოინგი ჩამოაგდო, უკრაინელებს არ ჰქონდათ :„ყველა სამხილი მიანიშნებს სეპარატისტებზე".

კერის განცხადებით, აშშ დარწმუნებულია, რომ უკრაინის არმიას არ ჰქონდა მსგავსი არაღი ტრაგედიის ადგილთან ახლოს.

 

კომენტარები