ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია

ხიდაშელი: პრეზიდენტს და პრემიერს პარლამენტში მოსაწვევი არ სჭირდებათ

პრეზიდენტს და პრემიერს პარლამენტის სხდომაზე დასასწრებად მოსაწვევი არ სჭირდებათ, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა პარლამენტის სხდომაზე დასწრების შესახებ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

„მივესალმები იმას, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დღეს საქართველოს ხელისუფლება პარლამენტში სრული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი“, - თქვა თინა ხიდაშელმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადმინისტრაციაში მოსაწვევი არ მიუღიათ.

დღეს საქართველოს პარლამენტი ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას გეგმავს.

კომენტარები