ეროსი კიწმარიშვილის საქმე

ნათელაშვილი: ივანიშვილს რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდებაში კიწმარიშვილი ხელს უშლიდა

„ის, რაც ეროსი კიწმარიშვილის თავს მოხდა, 90-იან წლებში ივანიშვილის მიერ მილიარდების შოვნის ისტორიას ძალიან ჰგავს, რაც ვითომ თვითმკვლელობებით და, რა თქმა უნდა, ქილერთა მეშვეობით ხდებოდა“, - თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.  

ნათელაშვილის თქმით, კიწმარიშვილი უდიდეს ინფორმაციას ფლობდა, ასევე მას ხელთ ეპყრა სერიოზული ბერკეტები არა მხოლოდ ბიზნესში, არამედ იგი რუსთავი 2-ის შესახებ სერიოზულ აქციებს აპირებდა.

„ივანიშვილის რეჟიმის მიზანია, რუსთავი 2 ხელში ისევე ჩაიგდოს, როგორც დანარჩენი სხვა ტელეკომპანიები. ამ გზაზე მას კიწმარიშვილი ხელს სერიოზულად უშლიდა", - ამბობს ნათელაშვილი. 

კომენტარები