ახალი ტექნოლოგიები

LG-ის დასახვევი ეკრანი - ახალი ეტაპი ეკრანიანი ტექნოლოგიების წარმოებაში

LG-ს დასახვევი ეკრანი
Tom's Hardware

LG-მ მსოფლიოს პირველი 18-ინჩიანი (45.72სმ) დასახვევი ეკრანი გააცნო. სამხრეთკორეულმა ელექტროტექნიკის მწარმოებელმა კომპანიამ მომხმარებელს მოქნილი, გამჭვირვალე ეკრანი წარუდგინა, რომლის დახვევა გაზეთის მსგავსად შეიძლება და დახვევის შემდეგი მისი დიამეტრი სულ რაღაც 3 სანტიმეტრია.

გარდა მოქნილობისა, ეკრანის გატეხვა ფაქტობრივად შეუძლებელია.

18-ინჩიან (45.72სმ) ეკრანზე დაახლობით მილიონი მეგაპიქსელია განლაგებული და მისი რეზოლუცია 1200x800-ს (HD) აღწევს. 

ამ ეტაპზე კომპანია ეკრანის ბაზარზე გატანას არ გეგმავს. მათივე განცხადებით, ეს იმ წარმატების დემონსტრაციაა, რომელსაც LG-მ ამ ტექნოლოგიის განვითარების გზაზე მიაღწია.

2017 წლისთვის კომპანიას დაგეგმილი აქვს Ultra HD მოქნილი ეკრანის შექმნა, რომლის ზომაც 60 ინჩს მიაღწევს და რომელიც იმავე პერიოდიდან აქტიურად იქნება გამოყენებული LG-ის ტექნიკაში, განსაკუთრებით კი ტელევიზორებში.

ბაზარზე პირველი მოქნილი ეკრანი, სახელწოდებით "YOUM",  ჯერ კიდევ 2013 წლის იანვარში Samsung-მა წარმოადგინა, ხოლო ტელეფონებში მის გამოყენებას მომხმარებელს 2015 წლისთვის დაჰპირდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღესდღეობით არსებული მოქნილი ეკრანები უკვე გამოიყენება სხვადასხვა ტექნიკაში. მაგალითისთვის, LG-ის მობილურ ტელეფონ G-Flex-ში. თუმცა მათი დახვევა აქამდე შეუძლებელი იყო.

LG-ის გარდა ამ ტექნოლოგიის განვითარებაზე აქტიურად მუშაობენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Samsung, Nokia  და Apple, თუმცა LG-ის მსგავსი წარმატებისთვის ჯერ არცერთს მიუღწევია. 

კომენტარები