ვანო მერაბიშვილის საქმე

ლუცენკო: მოსამართლეს უფრო ეშინია მერაბიშვილის, ვიდრე ვანოს მისი

მე ვიყავი ციხეში ორწელიწადნახევარი. ციხე პატიოსანი პოლიტიკოსისთვის დროებითი მოვლენაა. მე ვხედავ, როგორ მტკიცედ დგას ვანო, როგორ უჭერენ მხარს მეგობრები, ხალხი. ვანო გამოვა მაშინ, როდესაც ქვეყანა მზად იქნება ცვლილებებისთვის. როდესაც ქართველები აღარ ქნებიან ჩუმად თავის მინისტრთან მიმართებაში. რომელიც ხალხისა და ქვეყნისთვის მუშაობდა. დარწმუნებული ვარ, როდესაც ქართველები დუმილს შეწყვეტენ. ვანო გამოვა ციხიდან და ნახევარ წელში შეიცვლება მთავრობა.... მე მეჩვენება, ამ მოსამართლეს ვანო მერაბიშვილის უფრო ეშინია, ვიდრე ვანოს მოსამართლის გადაწყვეტილების. მოსამართლეს უნდა ახსოვდეს, რომ ცხოვრება მანტიის ქვეშ არ მთავრდება, ადრე თუ გვიან მანტიას გაიხდის და მას მერე ან სინდისი შეაწუხებს ან კანონი ან ორივე ერთად.

განაცხადა უკრაინის ყოფილმა შს მინისტრმა და ამჯერად, პრეზიდენტ პოროშენკოს თანაშემწემ იური ლუცენკომ საქართველოს ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ.

კომენტარები