საომარი მოქმედებები ისრაელში

ოფიციალური პალესტინის ცნობით, ღაზის სექტორში 172 ადამიანია დაღუპული

AFP

ისრაელ სამხედროებსა და დაჯგუფება ჰამასს შორის საომარი მოქმედებები უკვე მეშვიდე დღეა გრძელდება.

ოფიციალური პალესტინის ცნობით, ამ დროისთვის ღაზის სექტორში 172 ადამიანია დაღუპული, დაშავებულია - 1260.

ისრაელის ინფორმაციით კი, ღაზიდან ისრაელზე ჯამში 1000-მდე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

ისრაელმა ღაზის საზღვართან ათასობით ჯარისკაცის მობილიზაცია მოახდინა იმ გაფრთხილებით, რომ მზადაა სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს.

გაეროს ინფორმაციით, ჩრდილოეთ ღაზაში 17 000 პალესტინელი დევნილია გადასული.

ღაზის სექტორში ისრაელის მხრიდან საომარი ოპერაციის დაწყების მიზეზი, მისი სამხრეთ რეგიონების დაბომბვა გახდა. 7 ივლისს, ისრაელის ხელისუფლებამ ნება დართო არმიას, ჰამასის მებრძოლებისთვის საპასუხო ცეცხლი გაეხსნა.

კონფლიქტის ესკალაცია ისრაელის სამი მოქალაქის გატაცებითა და მკვლელობით დაიწყო, რომელსაც საპასუხოდ უცნობი პირების მხრიდან პალესტინელი არასრულწლოვნის მოკვლა მოჰყვა. ჰამასმა პალესტინელის მკვლელობაში ისრაელი ჯარისკაცები დაადანაშაულა და მათ შურისძიებას დაჰპირდა.

 

კომენტარები