CDD: სპეც. უბანზე ბიულეტენების ნაკლებობის გამო ამომრჩეველმა ხმა ვერ მისცა

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი
facebook.com/CDD.ge

კრწანისის ოლქის N33 სპეც. უბანზე ბიულეტენების ნაკლებობის გამო, სპეც. სიაში მყოფმა ამომრჩეველმა ვერ მისცა ხმა - აფიქსირებს დარღვევას განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CCD).

CDD ადგილობრივი თვითმმართველობის 2014 წლის მეორე ტურის მიმდინარეობას 150 კაციანი მისიით აკვირდება.

14:00 საათისთვის სპეც. უბნებზე ორი მცირე დარღვევა დაფიქსირდა. 

ხანდაზმულთა პანსიონატში ერთმა მობინადრემ ვერ მიიღო მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, რადგან მან უკვე დატოვა პანსიონატი და მიუხედავად ამისა კვლავ ამომრჩეველთა სიაშია. 

ადგილობრივ არჩევნებზე CDD 4 სპეც. უბანის აკვირდება, 3 - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და 1 ხანდაზმულთა პანსიონატში. 

ამ ეტაპისათვის, პროცესი მიმდინარეობს მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში - აღნიშნულია CDD-ს 14:00 საათის ანგარიშში.

კომენტარები