რუსთავის საარჩევნო ოლქის N79 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილ პირებსა და თავისუფალი ზონის ოპერატორსა და ჟურნალისტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. თვითმხილველების თქმით, ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
სიტუაცია სამართალდამცავების მისვლის შემდეგ განიმუხტა.
რვა ქალაქსა და ცამეტ მუნიციპიალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.




