ნარმანია: გაიმარჯვებს ის ძალა, რომელმაც ქვეყანა დემოკრატიის გზაზე დააყენა

კოალიცია ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მისი თქმით, “ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დემოკრატიული ფორმით ტარდება არჩევნების მეორე ტური". მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ "ყველაფერი ჩაივლის ისე, როგორც ჩვენ დედაქალაქს, ხალხს და ქვეყანას ეკადრება და არჩეული იქნება ისეთი ღირსეული კანდიდატი, რომელიც იზრუნებს დედაქალაქის განვითარებაზე". მან ასევე ივარაუდა, რომ "ამომრჩევლის აქტივობა ზომიერი იქნება".

"დარწმუნებული ვარ, რომ არჩევანი გაკეთდება იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელმაც ქვეყანა შემოაბრუნა და დააყენა განვითარებისა და დემოკრატიის გზაზე. დარწმუნებული ვარ და ვფიქრობ, რომ აქტიურობა საკმარისი და ზომიერი იქნება. დედაქალაქი დაცლილი არ არის. არჩევნების მიმართ ხალხის ინტერესი გაიზარდა და თითოეული ადამიანი კარგად ხედავს, რომ თითოეული ხმა იგებს“- თქვა ნარმანიამ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რვა ქალაქსა და ცამეტ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

კომენტარები