რვა ქალაქსა და ცამეტ მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

რვა ქალაქსა და ცამეტ თვითმმართველ თემში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო ოლქებში ყველა საარჩევნო უბანი 08:00-ზე გაიხსნა და 20:00-ზე დაიხურება.

ცესკო-მ პირველი საინფორმაციო ბრიფინგი 08:30-ზე გამართა. თამარ ჟვანიამ ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

დღეს მერს აირჩევენ თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, თელავში, ოზურგეთში, ბათუმსა და ფოთში. გამგებლების არჩევნები კი გაიმართება ახმეტაში, ყვარელში, გორში, თიანეთში, მარტვილში, ქობულეთში, ბაღდათში, ხონში, ტყიბულში, ლანჩხუთში, თერჯოლაში, თელავსა და ხულოში.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მეორე ტურისთვის 28 საარჩევნო ოლქში 1 715 514-ს შეადგენს. 

12 ივლისის არჩევნებისთვის სულ 1 605 000 ბიულეტენი დაიბეჭდა, მათ შორის – 1 191 450 მერის და 413 550 გამგებლის (აქედან 5 050 აზერბაიჯანულ ენაზე) ასარჩევი ბიულეტენები. 

მერის არჩევნებში შემდეგი კანდიდატები მონაწილეობენ:

თბილისი - №5 ნიკანორ მელია (”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”); №41 დავით ნარმანია (”ქართული ოცნება”);

რუსთავი - №41 დავით ჯიქია (”ქართული ოცნება”); №5 მამუკა ჩიქოვანი (”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”);

მცხეთა - №41 ავთანდილ ნემსიწვერიძე (”ქართული ოცნება”); №6 დავით მაჩხანელი (”გიორგი გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია”);

გორი - №14 კახაბერ ერგემლიძე (”ირაკლი ოქრუაშვილი  - ქართული პარტია”); №41 ზურაბ ჯირკველაშვილი (”ქართული ოცნება”);

თელავი - №41 პლატონ კალმახელიძე (”ქართული ოცნება”); №5 ალექსი ძულიაშვილი (”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)

ოზურგეთი - №41  ბეგლარ სიორიძე (”ქართული ოცნება”); №8 შოთა გოგიბერიძე (”დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”)

ბათუმი - №41 გიორგი ერმაკოვი (”ქართული ოცნება”); №5 გიორგი დიასამიძე (”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)

ფოთი -  №41  ირაკლი კაკულია (”ქართული ოცნება”); №8 უშანგი გეგენავა (”დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”);

გამგებლის არჩევნებში მონაწილეობენ:

ახმეტა - №41 ბექა ბაიდაური (”ქართული ოცნება”); №3 ზურაბ ფილაშვილი (”ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია”);

ყვარელი - №41 ილია მზექალაშვილი (”ქართული ოცნება”); №5 ხატია დეკანოიძე (”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”);

გორი - №41 დავით ონიაშვილი (”ქართული ოცნება”); №14 ბონდო ვათიაშვილი (”ირაკლი ოქრუაშვილი -ქართული პარტია”);

თიანეთი - №41 ლელა ქიტესაშვილი (”ქართული ოცნება”); №3 ილია არჩემაშვილი (”ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია”);

მარტვილი - №41 ალექსანდრე გრიგალავა (”ქართული ოცნება”); №3 დავით ინჯია (”ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია”);

ქობულეთი  - №41 სულხან ევგენიძე (”ქართული ოცნება”);ნ №5 რევაზ ხარაზი (”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”);

ბაღდათი  - №41 ირაკლი გეგეშიძე (”ქართული ოცნება”); № 18 მევლუდ კიკნაველიძე (”სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა”);

ხონი - №41 ჯემალ მებუკე (”ქართული ოცნება”); №5 ზურაბ ჯიბუხაია (”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”);

ტყიბული - №41 რობიზონ გვენეტაძე (”ქართული ოცნება”); №3 თენგიზ ჭიქაბერიძე (”ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია”);

ლანჩხუთი  - №41 ზაზა ურუშაძე (”ქართული ოცნება”); №8 ბარნაბ ჭყონია (”დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”);

თერჯოლა - №41 თეიმურაზ ჯაფარიძე (”ქართული ოცნება”); №5 ტარიელ ფანჩულიძე (”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”);

თელავი - №41 ალექსანდრე შათირიშვილი („ქართული ოცნება”); №5 გიორგი ბოტკოველი (”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”);

ხულო - №41 ბესიკ ბაუჩაძე (”ქართული ოცნება”); №8 ემზარ ბოლქვაძე (”დავით თარხან მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”).

კომენტარები