უკრაინის კონფლიქტი

რუსეთი: ცეცხლის არშეწყვეტის შემთხვევაში უკრაინა თავის ნაბიჯებზე პასუხს აგებს

უკრაინის სამხედრო ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნეს და მსგავსი ინციდენტის განმეორების შემთხვევაში, რაც მოხდება, მთელი პასუხისმგებლობა უკრაინულ მხარეს დაეკისრება, - ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ოფიციალური მოსკოვის განცხადებაშია ნათქვამი, 10 ივლისს უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერიამ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ”გუკოვოს” გამშვებ პუნქტზე ცეცხლი გახსნა. ამ დროს იმ რაიონში 230 უკრაინელი ლტოლვილი იმყოფებოდა, რომლებიც შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს.

”უკრაინული მხარის მოქმედება საერთაშორისო უფლებების პრინციპების უხეში დარღვევაა. რუსული მხარე უკრაინას პროტესტს უცხადებს და მოითხოვს შეწყდეს რუსულ ტერიტორიაზე თავდასხმა”, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის შს სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მსგავსი ინციდენტის განმეორების შემთხვევაში რუსეთი პასუხს გასცემს უკრაინას და ამ პასუხზე მთელი პასუხისმგებლობა ოფიციალურ კიევს დაეკისრება.

უკრაინის უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის თქმით, რუსეთი ბოევიკებს, შეიარაღებასა და ტექნიკას გზავნის უკრაინის ტერიტორიაზე და ამას ჰუმანიტარული დახმარებით ნიღბავს.

კომენტარები