ედუარდ შევარდნაძე

ედუარდ შევარდნაძეს სამებაში დღეს გადაასვენებენ

wikipedia.org

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციიდან დღეს, 12:00 საათზე გამოასვენებენ. კრწანისიის რეზიდენციიდან შევარდნაძეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც ექსპრეზიდენტის ცხედარი 13 ივლისამდე იქნება დასვენებული.

ედუარდ შევარდნაძეს 13 ივლისს მეუღლის გვერდით, კრწანისის რეზიდენციაში დაკრძალავენ. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში მაღალი რანგის სტუმრები აპირებენ ჩამოსვლას. 

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თბილისს ეწვევიან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვი; სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე გალუსტ საჰაკიანი; ავსტრიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალური მინისტრი ვოლფგან ბრანდშთეთერი; იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტაკაო მაკინო. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი; გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცეკანცლერი, ჰანს-დიტრიხ გენშერი და მისი მეუღლე ბარბარა გენშერი; ესტონეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი არნოლდ რუტელი; ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი როზა ოტუმბაევა.
 
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.  

კომენტარები