ედუარდ შევარდნაძე

გენშერი: შევარდნაძემ მთელი მსოფლიო შეცვალა უკეთესობისკენ

გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ვიცეკანცლერი ჰანს-დიტრიხ გენშერი
Reuters

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, დაკრძალვას გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ვიცეკანცლერი ჰანს-დიტრიხ გენშერი მეუღლესთან, ბარბარ გენშერთან ერთად დაესწრო. 

გენშერი ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ შევარდნაძე იყო სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალა. 

"დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ედუარდ შევრდნაძეს, ქართველ პატრიოტს, ევროპელ სახელმწიფო მოღვაწეს, რომელმაც მიხეილ გობრაჩოვთან ერთად მთელი მსოფლიო შეცვალა უკეთესობისკენ. გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა, დამავალა გერმანიის მთავრობის და მისი სახელით გვირგვინი მომეტანა აქ. ეს ჩვენი ერის პატივისცემის გამოხატულებაა" - თქვა გენშერმა. 

კომენტარები