ახალი ტექნოლოგიები

გამოგონება, რომლითაც უსინათლოებს ნებისმიერი ზედაპირიდან შეეძლებათ წაკითხვა

FingerReader - მოწყობილობა, რომელიც უსინათლოებს დეხმარება ნებისმიერი ზედაპირიდან წაიკითხონ
სტეფან სავოია / AP

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორის გამოგონების დახმარებით ადამიანები დაქვეითებული მხედველობით მალე შეძლებენ შეუფერხებლად წაიკითხონ წიგნები, გაზეთები, ჟურნალები და ასევე კომპიუტერის ეკრანიდან მიიღონ ინფორმაცია.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა აუდიო წამკითხავი ბეჭდის მეშვეობით ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა.

მოწყობილობის პროტოტიპი 3D პრინტერით შეიქმნა. მომხარებელი მას საჩვენებელ თითზე იკეთებს და წიგნის წასაკითხად ამოძრავებს. მოწყობილობას მიკრო კამერა აქვს ჩამონტაჟებული, რომლიდან მიღებულ გამოსახულებეასაც პროგრამა აუდიო სიგნალად გარდაქმნის და მომხარებელს ყურსასმენის მეშვეობით მიაწვდის. თუკი მომხმარებელი ხაზიდან გადაუხბვევს მოწყობილობა მას ვიბრაციით ანიშნებს.

ამ მოწყობილობით კითხვა საკმაოდ მოსახერხებელია, რადგანაც ბეჭედი კითხვას მაშინვე იწყებს, როდესაც ტექსტს შეამჩნევს - ამბობს პროექტის ხელმძღვანელმა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი, პატი მაესი, Associated Press-ის წარმომადგენელთან ინტერვიუში.

მეცნიერები სამი წლის მანძილზე მუშაობდნენ პროგრამის კონფიგურაციის დახვეწაზე და კვლავ აგრძელებენ ამ პროცესს რათა მოწყობილობამ ყველა ზედაპირიდან შეძლოს ტექსტის ამოკითხვა.

მოწყობილობის პოტენციური ბაზარი ამერიკაში 11 მილიონს შეადგენს, ესენი არიან მხედეველობა დაქვეითებული და უსინათლო პირები. პროტოტიპი უკვე მოსინჯა რამდენიმე უსინათლომ. 

კომენტარები