NATO-საქართველოს ურთიერთობა

ფანჯიკიძე: ISAF-ის შეხვედრას უელსის სამიტის ფარგლებში პრეზიდენტი დაესწრება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, ქართულ დელეგაციაში, რომელიც უელსის NATO-ს სამიტზე გაემგზავრება, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც იქნება. მისი თქმით, ISAF-ის შეხვედრას, რომელიც სამიტის ფარგლებში გაიმართება, საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება.

"მთავრობამ, პრემიერთან ერთად, იმსჯელა ამ საკითხზე. მიგვაჩნია, რომ კარგი იქნება, თუ ISAF-ის შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 4 სექტემბერს და რომელშიც საქართველო ყოველთვის მონაწილეობდა, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი. ISAF-ის შეხვედრაზე განიხილება ISAF-ის მომავალი და პრემიერმა და მთავრობამ მიზანშეწონილად მიიჩნია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ.

NATO-ს სამიტი უელსში 4-5 სექტმბერს გაიმართება.

კომენტარები