ედუარდ შევარდნაძე

შევარდნაძის გარდაცვალების გამო საელჩოებში სამძიმრის წიგნი გაიხსნება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში 10-11 ივლისს სამძიმრის წიგნი გაიხსნება. ასევე, 13 ივლისს საქართველოს ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დაეშვება სახელმწიფო დროშები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს დიპლომატიური კორპუსი მწუხარებას გამოთქვამს ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის გარდაცვალების გამო.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ედუარდ შევარდნაძის როლი „ცივი ომის“ ეპოქის დასრულებასა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის დამკვიდრებაში. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფორმირებაში და დიდწილად განსაზღვრა ქვეყნის ადგილი საერთაშორისო თანამეგობრობაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მისი გარდაცვალების გამო" - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გუშინ, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები