ალფრედო დი სტეფანო

88 წლის ასაკში ლეგენდარული ფეხბურთელი ალფრედო დი სტეფანო გარდაიცვალა

მადრიდის რეალის ლეგენდა, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ალფრედო დი სტეფანო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დი სტეფანოს რამდენიმე დღის წინ გულის შეტევა დაემართა, რის შემდეგაც მადრიდის გრეგორიო მარანონის საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მადრიდულმა კლუბმა საპატიო პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ ცნობა ადგილობრივი დროით 17:15 სთ-ზე დაადასტურა.

არგენტინული წარმოშობის თავდამსხმელს სამხრეთ ამერიკელთა ეროვნულ გუნდში მხოლოდ ექვსჯერ უთამაშია, მოგვიანებით კი ესპანეთის ნაკრების მაისურით 31 მატჩში 23 გოლის გატანა შეძლო.

მადრიდის რეალთან ერთად დი სტეფანო რვაჯერ გახდა პრიმერა დივიზიონის გამარჯვებული, ხუთჯერ მოიგო ევროპის თასი, ასევე თითო-თითოჯერ ესპანეთისა და საკონტინენტთაშორისო თასი. 

საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, ფეხბურთელმა მთლიანობაში 524 შეხვედრაში 376 გოლი გაიტანა, მოგვიანებით კი სხვადასხვა გუნდებს წვრთნიდა, მათ შორის, რამდენიჯერმე ვალენსიას, მადრიდის რეალს, რივერ პლეიტს, ბოკა ხუნიორსს და ა.შ

 

კომენტარები