ედუარდ შევარდნაძე

ედუარდ შევარდნაძეს 13 ივლისს სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ედუარდ შევარდნაძის დამკრძალავი სამთავრობო კომისიის სხდომა გამართა.

კომისიის გადაწყვეტილებით, ყოფილი პრეზიდენტის გამოსვენება 13 ივლისს 15:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრიდან მოხდება.

ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვას საერთაშორისო დელეგაციები და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები დაესწრებიან. ყველა სხვა საკითხს კომისია ოჯახთან შეთანხმებით გადაწყვეტს.

ედუარდ შევარდნაძე დღეს, 7 ივლისს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები