იარე ფეხით

"იარე ფეხით" - თბილისში ფეხით მოსიარულეთა უფლებების დასაცავად კამპანია დაიწყო

"იარე ფეხით" - ამ სახელწოდებით თბილისში ფეხით მოსიარულეთა უფლებების დასაცავად კამპანია დაიწყო.

1 ივლისიდან, ერთი თვის განმავლობაში დედაქალაქის სხვადასხვა კუთხეში არტ პროექტებისა და ინსტალაციების გამოფენა მოეწყობა.

ორგანიზაციის „იარე ფეხით" წევრები იმედოვნებენ, რომ ისინი ხელისუფლებამდე ფეხითმოსიარულეთა პრობლემების მიტანას შეძლებენ.

კამპანია შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები