ასოცირების შეთანხმება

მედვედევი: რუსეთი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ დამცავ ზომებს მიიღებს

რუსეთი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ დამცავ ზომებს მიიღებს, თუ მათი პარლამენტები ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენენ. ამის შესახებ რუსეთის პრემიერმინისტრმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„ამ ზომების მოცულობა იმასთან ახლოს იქნება, რაც მოლდოვის მიმართ არის დაგეგმილი“, - განაცხადა მედვედევმა. მისი თქმით, მოლდოვის პარლამენტმა შეთანხმების რატიფიცირება უკვე მოახდინა, შესაბამისად, რუსეთმაც გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიღოს. მედვედევმა აღნიშნა, რომ მოლდოვის ასოცირება ევროკავშირთან „ძალზე სერიოზულად აისახება მის კავშირებზე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის სხვა მონაწილეებთან, საბაჟო კავშირისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების წევრი ქვეყნების ჩათვლით“.

მისი თქმით, არსებობს იმის საფრთხე, რომ მოლდოვიდან, მოლდოვური საქონლის სახით, დსთ-ის ქვეყნებში ევროპული პროდუქცია შევიდეს, რაც ამ ქვეყნების ეკონომიკას დააზარალებს. შესაბამისად, რუსეთმა საკუთარი ბაზრის დაცვის ზომები უნდა მიიღოს.

კომენტარები