საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს მე-2 პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დამკრძალავი სახელმწიფო კომისია შეიქმნა.
დაკრძალვის ხარჯებს და ყველა საორგანიზაციო საკითხს საკუთარ თავზე მთლიანად სახელმწიფო აიღებს.
როგორც ტაბულას შევარდნაძის პრესსამსახურში უთხრეს, შევარდნაძე 12:00-ზე, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.