მეუფე მოსამართლეებს: სახელმწიფო ხომ არ ერევა, იმ ძველ გავლენებს თავი გაანებეთ

საკონსტიტუციო, უზენაესი სასამართლო... ჩვენ ვიცით, რომ რეფორმა გატარადა და მადლობა ღმერთს, მოხდა ისეთი რამ, რომ ჩვენი მაგალითი სხვა ერებისთვისაც სასწავლებელი იქნება – ძირითადად ყველა იგივე დარჩა. უკრაინაში დემოკრატიულმა პროცესებმა ყველაფერი შეცვალა – სასამართლოშიც. ყველა დონის სასამართლოში ყველა შეცვალეს. ჩვენთან იგივე ხალხი დარჩა. სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ სასამართლოს საქმეებში არ ჩაერევა. შეხედეთ მართლაც - პროკურატურიდან შედის საქმეები და სასამართლო მორჩილი ბავშვივით ყველა გადაწყვეტილებას არ ემხრობა. რასაც ითხოვს პროკურატურა, თუ დასაბუთებული არ არის, არ იღებს. ხომ ვიცით, ამას სამი-ოთხი წლის წინ ვერ გაბედავდნენ. რა დღეში ჩავარდებოდნენ, ციხეებს თვითონ გაავსებდნენ... სახელმწიფომ ხელი აიღო ჩარევისაგან, მაგრამ რომ ვუყურებთ, ბრიყვები არავინ ვართ, ვხედავთ, რომ ძველი გავლენებისგან გათავისუფლებული არ არიან. თქვენ დალოცვლებო, ხედავთ, რომ სახელმწიფო არ ერევა, იმ ძველ გავლენებსაც თავი გაანებეთ! თუ რამით გაშინებენ, ერი მაგასაც გაპატიებთ, იმიტომ, რომ ვიცით, მაშინ რაც ხდებოდა... რომ არა თქვენი არასწორი ქმედებები, ქვეყანას 200 თუ 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი არ ეყოლებოდა. დღესაც იმაზე ვიფიქროთ, რომ ქვეყანაში სიტუაცია დარეგულირდეს და თქვენ არ იყოთ ის, ვინც სიმართლის დადგენის მაგივრად, არეულობის სულის ჩამდგმელი იქნებით. ყველაფერი გაქვთ, რომ მართლა სამართალს ემსახუროთ... ავიღოთ ქუჩაში დახვრეტილი 150 ახალგაზრდაზე მეტი. რომლის საქმეა ბოლომდე მიყვანილი და გამოძიებული?! ამ დროს საკონსტიტიციო სასამართლო იცლის, რომ გადაწყვეტილება მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით მიიღოს.  როცა 200 ადამიანი გასამართლებული გიზის და პოლიტპატიმრის სტატუსს აძლევ... კარგი, არის დავა, რომ შეიძლება რამდენიმე არ არის, მაგრამ ეს ხომ სურათს ვერ შეცვლის?! კონსტიტუცია, რომ ასე ითელებოდა და ილახებოდა, რა გააკეთე?! – გააკეთე ის, რომ იგივე არ მოხდეს?! ახალ ხელისუფალს იგივე ცდუნება არ გაუჩნდეს! უსამართლო გადაწყეტილებებს როცა ვიღებდით და ამით ადამიანებს ვახალისებდით, განა ეს შესაძლებელია?

მეუფე იაკობი საკვირაო ქადაგებაზე მოსამართლეებს მიმართავს.

კომენტარები