მეუფე იაკობი ნაციონალებზე: უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რომ ამათ უარი ეთქვათ

უნდა მივიდეთ ყველანი არჩევნებზე და ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც არ ინანიებენ, რაც გაუკეთეს ქვეყანას, ღირსება როგორ აჰყარეს ერს, მობრუნებას რომ აპირებენ ისევ ისე, რაღაცას უარი უნდა ეთქვას. მაბეზღარებივით, ჯერ გადაწყევეტილება გამოტანილი არ არის, მაშინვე საზღვარგარეთ გარბიან. ხან რომელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გვიწერს "ტვიტერზე" და ხან – ვინ. აბა, ამერიკელებს და თავმოყვარე ერებს დაუწერეთ ასე, თუ შეგიშვებენ ქვეყანაში მერე. ერთი ადამიანიც არ მემეტება ციხისთვის, მაგრამ რომ დააშავა, უნდა იცოდეს, რომ პასუხს აგებს. მით უმეტეს, მკვლელებზე, ვინც აუპატიურებდა, იმაზე ხელის დაფარება, რა არის?! ორი წელი გადის და კიდევ ამაყად დადიან და ჭკუას გვასწავლიან. მადლობა ღმერთს, რომ შურის მაძიებელი ერი არ ვართ და კიდევ ველოდებით როდის დაბრუნდებიან ერის წიაღში. რაც არ უნდა იძახონ: "რეიტინგი, რეიტინგი", რომელ რეიტრინგზეა ლაპარაკი... ქუჩაში ისე ხომ არ უნდა გამოვიდეთ, რომ გოგლიმოგლის პარტიად ვიქცეთ – კვერცხები დაგვაყარონ. ეს ჩვენი სირცხვილიც არის. სულ არ მსიამოვნებს, რომ ჩვენს მოქალაქეს კვერცხს ესვრიან. თუ ქვეყანა და ღმერთი უყვართ, ცოტა ხანი გვერდზე გადადგნენ, შეხედონ საკუთარ შეცდომებს და წლები რომ გავა, თუ უფალი ინებებს და ხალხის ნებაც იქნება, ბევრი კარგი ადამიანია იქ და ვიღაცეებს პოლიტიკურ სამარეში არ უნდა გადაყვნენ. ძველად, სკოლაში რომ ვსწავლობდი, ასეთ ხალხთან დგომა უდიდესი სირცხივილი იყო. კიდევ კარგი საბჭოთა კავშირის დრო არ არის, თორემ შეიძლება ცოტა სხვანაირად მოვქცეოდით ჩვენ მაგათ

ქორეპისკოპოსი იაკობი ნაციონალურ მოძრაობაზე, საკვირაო ქადაგებისას.

კომენტარები