დღეს რომ ისევ ხელისუფლებაში მობრუნება უნდათ, რას გვპირდებიან, რომ მობრუნდებიან?! პლაკატებზე ისევ იქნება "ავამუშაოთ", მაგრამ ისევ ქუჩაში დახვრეტები?! ისევ ციხეებში გაუპატიურება?! ვიღაც ხომ შეიძლება მხილებული ყოფილიყო?! ეს ხომ სისტემა იყო? ამას ვერ იზამდა ვერავინ, რომ არა ერთი კაცი, რომელიც გაქცეულია ქვეყნიდან და არ ჩამოდის. რომ ჩამოვიდეს, რისი შიში აქვს არ ვიცი, ან იქ რომ ჩავალთ და დაველაპარაკებით, 26 კომისარივით მობრუნებას ხომ არ აპირებენ... ამიტომ რომ მოდიხართ და გვთავაზობთ თავს, სხვა ბრენდით მაინც მოდით, შეიცვალეთ, გადით და ჩამოაყალიბეთ რაღაცა, თუ დაგაკლდათ - ვერ მოასწარით ყველას გაუპატიურება, ყველას მოკვლა... შეიძლება მძიმე სიტყვები იყოს, მაგრამ, როცა არ ხართ ღირსი სათავეში ყოფნის და როცა უფალი გადაგწევს, სხვებს უნდა დაუთმოთ! არ ვლაპარაკობ, რომ რომელი ძალაც არის, ყველაფერი ისე ხდება, რომ მოსაწონია. ხალხმა ამ არჩევნებზე აჩვენა, რომ გულდაწყვეტილია, მაგრამ განსხვავებას ყველა ვხედავთ
მეუფე იაკობი ნაციონალებს: რომ მოდიხართ, სხვა ბრენდით მაინც მოდით, შეიცვალეთ
tbl.ge/4dp
დაკოპირდა

ქორეპისკოპოსი იაკობი ნაციონალური მოძრაობის წევრებზე საკვირაო ქადაგებისას.




