უგულავას საქმე

გივი თარგამაძე: ნაციონალური მოძრაობა აქტიურ ბრძოლას გააგრძელებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი  გივი თარგამაძე გიგი უგულავასთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.

“ეს არის პირდაპირი ზეწოლა, რომ მათი უნიათო, უსახური კანდიდატი, რომელიც არის ერთი ადამიანის მონა, როგორმე გაათრიონ ამ არჩევნებზე ნებისმიერი მეთოდით. ამას მოწმობდა დღევანდელი პროცესი, რომელიც აღმოჩნდა უბრალოდ გათამაშებული უნიჭო სპექტაკლი, როდესაც მოსამართლემ მოუსმინა იმ უტყუარ მტკიცებულებებს, რაც დაცვის მხარეს გააჩნდა და არ მიიღო ისინი მხედველობაში და შეასრულა ბიძინა ივანიშვილის კაპრიზი”, - განაცხადა თარგამაძემ  ტელეკომპანია რუსთავი-2-ს ეთერში.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა აქტიურ ბრძოლას გააგრძელებს. “სასამართლოს გადაწყვეტილებას ახლა ალბათ ზეიმობენ. ეს ზეიმი არ იქნება დიდხნიანი, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა ფრონტზე, გავაგრძელებთ შესაბამისი ძალისხმევით, ჩვენ ჩვენს ძალებს კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად. ივანიშვილმა თავისი ოცნების დიდი ნაწილი განახორციელა, ამოიდო ფეხვეშ მთელი სასამართლო. როგორ ამთავრებენ ივანიშვილები და ჰაკიმ ფაშები თავის მოკლე პოლიტიკურ ცხოვრებას, ყველამ ვიცით”, - განაცხადა თარგამაძემ.

კომენტარები