უგულავას საქმე

უგულავას ადვოკატი: მოსამართლემ უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღო

გიგი უგულავას ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, დაცვის მხარისთვის მოსამართლე  გიორგი გოგინაშვილის გადაწყვეტილება თბილსის ყოფილი მერისთვის წინასწარო პატიმრობის შეფარდების შესახებ მოულოდნელი იყო, რადგან ბრალდების მხარეს საკუთარი მოთხოვნის დასაბუთებისთვის დამაჯერებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია.

„აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველი არ არსებობდა, მოსამართლის ყველა კითხვას უგულავამ გასცა სრული და ამომწურავი პასუხი. ველოდით, რომ მოსამართლე კიდევ ერთხელ დატოვებდა აღკვეთის ღონისძიების გარეშე“,  - განაცდა ადვოკატმა ტელეკომპანია რუსთაცვი-2-ს ეთერში.

„ამ გადაწყვეტილებით მოასამართლემ ფეხქვეშ გათელა თბილისის საქალაქო სასამართლოს ორი დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება. ეს იყო ბრალდების მხარის უსაფუძვლო შუამდგომლობის უაპელაციოდ და უკრიტიკოდ  დაკმაყოფილება მოსამართლის მხრიდან“,  -აღნიშნა ბასილაიამ.

მისი თქმით, უგულავა  სხვა ორ საქმეზეც იყო ბრალდებული, იგი ამ პერიოდში ქვეყნიდან არაერთხელ გასულა  და არ ყოფილა შემთხვევა, რომ იგი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულიყო.

ადვოკატის თქმით, მოსამართლემ მიიღო  გადაწყვეტილება, “რომელიც ეამებოდა პროკურატურას“.  ბასილაია აღნიშნავ, რომ გიგი უგულავა ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

კომენტარები