უგულავას საქმე

სასამართლომ გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  გიორგი გოგინაშვილმა თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ სასამართლო პროცესიდან ტაბულას კორესპონდენტი იუწყება.

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსი გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას ბრალად უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იძულებისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება.

კომენტარები