NATO-საქართველო

საქართველოს პრეზიდენტი NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა სექტემბერში დაგეგმილ NATO-ს სამიტზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. მათ იმედი გამოთქვეს, რომ სათანადოდ აისახება საქართველოს პროგრესი.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მიულოცეს. ასევე, ისაუბრეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსა და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე.

"შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული წევრი ქვეყნის როლსა და რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებს საქართველოს ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში თანადგომისთვის" - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

შეხვედრას, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში სამუშაო სადილის ფორმატით გაიმართა, NATO-ს წევრი 17 ქვეყნის ელჩი ესწრებოდა.

კომენტარები