ახალი ტექნოლოგიები

გაერთიანებული სამეფოს საინფორმაციო კომისარი Google Glass-ს საფრთხედ მიიჩნევს

პრინცი ჩარლზი Google Glass-ით ტექნოლოგიური ინოვაციების გამოფენაზე
Getty Images

27 ივნისს გაერთიანებული სამეფოს ხელშეუხებლობის მაკონტროლებელმა ორგანომ, საინფრომაციო კომისრის ოფისმა  (ICO), საკუთარ ბლოგზე გამოაქვეყნა გაფრთხილება კანონის დარღვევის საფრთხის შესახებ, რომელიც შესაძლოა  თან ახლდეს Google Glass-ის ტარებას.

გაფრთხილებაში ნათქვამია, რომ არსებობს არაერთი გზა Google Glass-ის, რომლის ფასიც უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება და ბრიტანეთში 1000 ფუნტამდე შემცირდა, არაკანონიერად გამოყენებისა.

„თუ სათვალე გამოიყენება იმავე გზით, რითაც სხვა ნებისმიერ ელექტრონული მოწყობილობა (სმარტფონი, პლანშეტი) სამუშაო ადგილას, დამსაქმებელმა უნდა გააკონტროლოს მონაცემთა დაცვის რისკი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვევა მონაცემთა დაცვის რამდენიმე კანონი“- ამბობს სტიუარტ რუმი, მონაცემთა დაცვის კანონის სპეციალისტი.

ამასთანავე, არსებობს right to be forgotten და მონაცემთა შენახვის საკითხები, რაც შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვინც იღებს სხვა ადამიანების მონაცემებს Glass-ით შეიძლება მოთხოვონ მათი წაშლა ნებისმიერ დროს.

კომენტარები