გიგაური: კარგი იქნებოდა, ცესკოს სავარაუდო ვადები მაინც ეთქვა

transparency.ge

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა, ცესკოს არჩევნების მეორე ტურის სავარაუდო ვადები მაინც ეთქვა, რათა ყველა ადამიანი, ვინც ჩართულია არჩევნებში, მომზადებულიყო.

"კანონის შესაბამისი ვადები დაცული იყო იმ მხრივ, რომ არჩევნები დაინიშნა მაშინ, როდესაც კანონი გაძლევს ამის საშუალებას. პრობლემა არის ის, რამდენად აქვთ პოლიტიკურ პარტიებს საშუალება, მოემზადონ ამ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისთვის, იმიტომ, რომ ძალიან ცოტა დროა დარჩენილი იქამდე. ჩვენ ადრეც ვამბობდით, რომ კარგი იქნებოდა, ცესკოს სავარაუდო ვადები მაინც ეთქვა, იმისთვის, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩართულია არჩევნებში, იგივე ჩვენც, რომლებიც ჩართულები ვართ მონიტორინგის პროცესში, უფრო მეტი დრო გვქონოდა, რომ მოვმზადებულიყავით ამ პროცესისთვის", - ამბობს გიგაური.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს ჩატარდება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ცესკოს თავმჯდომარემ წევრებს მეორე ტურის 16 ივლისს გამართვა შესთავაზა, თუმცა, უმრავლესობამ მის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. საბოლოოო გადაწყვეტილება 7 ხმით, 5-ის წინააღმდეგ მიიღეს.

კომენტარები