გიგი უგულავას დაკავება

უჩა ნანუაშვილი გიგი უგულავას დაკავებაზე: ჩვენ ვიწყებთ საქმის შესწავლას

facebook.com/UchaNanuashvili

სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი გიგი უგულავას მოდულის შენობაში შეხვდა. მისი თქმით, უგულავა რამდენიმე საათია რაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილში იმყოფება. ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის ოფისი აღნიშნულს საქმეს შეისწავლის. 

"მოპყრობაზე და პირობებზე მას არანაირი საჩივარი და პრეტენზია არ აქვს. ამბობს, რომ არის ნორმალურ პირობებში, თუმცა ბრალდებებს უარყოფს. ჩვენ ვიწყებთ საქმის შესწავლას. ასევე შევხვდით მის ადვოკატს, რომელიც ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა იზოლატორში", - განაცხადა ნანუაშვილმა. 

 

კომენტარები