სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილი ამ დროისათვის, მოდულის შენობაში გიგი უგულავას ხვდება, მისი თქმით სახალხო დამცველის ოფისი შეისწავლის საქმის გარემოებებს.
"შევხვდები გიგი უგულავას და გავესაუბრები საქმესთან დაკავშირებით. შეხვედრა ჩემი ინიციატივით დაიგეგმა. ასევე ჩემი ინიციატივით მე და ჩემი ოფისი შევისწავლით აღნიშნულ საქმეს და მის დეტალებს. საქმის გაცნობის შემდეგ, ასევე მასალების ნახვის შემდეგ შემეძლება დეტალური კომენტარის გაკეთება, მანამდე კი შეფასებებისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა ნანუაშვილმა





