ქართულ-რუსული დიალოგის ფორმატში, საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ერთმანეთს 9 ივლისს, პრაღაში შეხვდებიან. აღნიშნული თარიღი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდა, რომელიც გუშინ გაიმართა.
გარდა ამისა, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, დიალოგის ფარგლებშივე, 7 ივლისს, ასევე პრაღაში, შედგება საინფორმაციო-საექსპერტო შეხვედრა სავაჭრო ურთიერთობის საკითხებზე, რომელზეც განიხილავენ 2012 წლის ბოლოდან დღემდე ამ სფეროში გაწეული სამუშაოს შედეგებს და საქართველო-რუსეთის სავაჭრო კავშირების სამომავლო პერსპექტივესი, მათ შორის 27 ივნისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების კონტექსტში.
"საქართველოს მხრიდან 2-3 კაციან ჯგუფს უხელმძღვანელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის დირექტორი", - აღნიშნავს აბაშიძე.




![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)
