ვითარება უკრაინაში

პოროშენკომ დონბასში ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გადაწყვეტილება გააუქმა

უკრაინის პრეზიდენტმა დონბასში ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გადაწყვეტილება გააუქმა.

პოროშენკოს თქმით, პრორუსულმა სეპარატისტულმა ძალებმა კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების შანსი ხელიდან გაუშვეს.

”ჩვენ შევუტევთ და გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას. ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება გაუქმებულია და ეს ჩვენი პასუხია ტერორისტების, ბოევიკების, მაროდიორებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დასცინის მშვიდობიან მოსახლეობას, ვინც რეგიონის ეკონომიკის პარალიზებას ახდენს, ვინც ხალხს ნორმალური ცხოვრების საშუალებას არ აძლევს”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა დონბასში ცეცხლის ცალმხრივად, ერთი კვირის ვადით შეწყვეტის განკარგულება გასცა, რომლის ვადა 27 ივნისს კიდევ სამი დღით გაახანგრძლივა.

კომენტარები