ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ნაციონალური მოძრაობა კანცელარიასთან საპროტესტო აქციას გამართავს

ნაციონალური მოძრაობა ხვალ, 30 ივნისს, მთავრობის კანცელარიის შენობასთან საპროტესტო აქციას „ევროპაში პოლიტიკური დევნის გარეშე" გამართავს. ოპოზიცია პოლიტიკური ნიშნით დევნას და შერჩევით სამართალს გააპროტესტებს, რაც, ნაციონალური მოძრაობის აზრით, საქართველოს ევროპულ წინსვლას აფერხებს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დააკავეს ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე კანდიდატი, დაპატიმრებულია პარტიის გენერალური მდივანი, ყოფილი მინისტრები, აღძრულია საქმეები ნაციონალურ მოძრაობის ლიდერების წინააღმდეგ .

„მთავარი პრობლემა, რომელიც წინ ხვდება საქართველო ევროპული ინტეგრაციის გაზაზე, არის პოლიტიკური დევნა, შერჩევითი სამართალი და ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობა. ჩვენ საზოგადოების ყურადღება უნდა გავამახვილოთ ამ ყველაფერზე", - განაცხადა გაბაშილმა.

აქცია კანცელარიასთან 30 ივნისს 17:30 საათზე გაიმართება.

კომენტარები