ლავროვის განცხადება

ფანჯიკიძე: კარასინთან შეხვედრა ასოცირების ხელშეკრულებას უკავშირდება

უნდა დავსხდეთ და ვნახოთ, ხომ არაფერი შეიცვალა, მას შემდეგ, რაც საქართველო ახალ სავაჭრო სივრცეს შეუერთდა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  მაია ფანჯიკიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას. ლავროვი საქართველოსთან კონსულტაციების გამართვის მზადყოფნას გამოთქვამს.

ფანჯიკიძის თქმით, ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინს 9 ივლისს შეხვდება. "ეს, რა თქმა უნდა, ასოცირების ხელშეკრულებას უკავშირდება, რომელსაც საქართველო ეკონომიკის და ვაჭრობის მხრივ,  სულ სხვა რეჟიმში გადაჰყავს. მანამდე, იმ ახალი რეგულაციების შესახებ, რომელიც საქართველოსთვის იხსნება, ექსპერტების დონეზე პოზიციები შეჯერდება. განიხილება მათი თანხვედრა იმ თავისუფალ რეჟიმთან, რომელიც საქართველოს დსთ-ს წევრ ქვეყნებთან  აქვს. ეს ჩვეულებრივი ტექნიკური სამუშაო შეხვედრაა“, - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები