ლავროვის განცხადება

ლავროვი: ქართველ კოლეგებთან კონსულტაციებისთვის მზად ვართ

ჩვენ  თითქმის ერთი წელია მზად ვართ კონსულტაციებისთვის. მას შემდეგ, რაც შეთანხმებების პარაფირებული ტექსტები გამოქვეყნდა, ჩვენ მათ პროფესიულად ვსწავლობთ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეარხ „Россия“-ს ეთერში თქვა.

როგორც ლავროვი ამბობს, საქართველო დსთ-ს თავისუფალი ვაჭრობის ზონის სრულუფლებიანი წევრი არ არის, მაგრამ მთელ რიგ შეთანხმებებში მონაწილეობს, რომელიც რიგ პრივილეგიებს ითვალისწინებს.

„ეს ყველაფერი უნდა შევისწავლოთ. ჩვენი მიზანი  ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ რაიმე შეზღუდვების შემოღება არაა. ამ სიტუაციას ბუნებრივი კრიტერიუმით ვუყურებთ - როგორ გაუარესდება ვაჭრობის პირობები რუსეთისთვის და დსთ-ს სხვა ქვეყნებისათვის... ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის, მათ შორის ქართველ კოლეგებთან, ჩვენს ქვეყნებს სავაჭრო ურთიერთობები აქვთ, რომელთა განვითარებაც გვსურს“, - ამბობს ლავროვი.

კომენტარები