თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია

პრემიერი: 2017 წლიდან სამხედრო ძალები სრულად პროფესიული იქნება

„2017 წლიდან საქართველო სრულ პროფესიულ სამხედრო ძალებზე გადავა“,- ამის შესახებ  საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში,  თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა.

როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლება საბჭოთა ეპოქის მიდგომას ცვლის, რომელიც  თანამდებობრივი ანაზღაურებიდან თანამედროვე წოდებრივ ანაზღაურებაზე გადასვლას გულისხმობს.

ღარიბაშვილი თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველომ შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის გაზრდის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების ამაღლების კუთხით პროგრესს მიაღწია..

პრემიერის თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალები ამჟამად NATO-თან თავსებადობის უმაღლეს საფეხურზე იმყოფება. 

“მინდა განვაცხადო, რომ საქართველომ დაამტკიცა, რომ ის ერთგულად ემსახურება საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეს და ნამდვილად შესწევს უნარი საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში“, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები