პესკოვი: ასოცირების ხელშეკრულების ნეგატიური შედეგებისგან რუსეთი თავს დაიცავს

telegraph.co.uk

თუ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას რუსულ ბაზარზე ნეგატიური შედეგი ექნება, მოსკოვი თავდაცვით ზომებს მიიღებს - ამის შესახებ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

”რუსეთის პრეზიდენტმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ ყველაფერი დოკუმენტების ძალაში შესვლაზე, მათ რატიფიკაციასა და რეალიზაციაზეა დამოკიდებული. მთავარი არა დოკუმენტები, არამედ ისაა, თუ როგორ აისახება დოკუმენტები ჩვენს ბაზარზე და თუკი ნეგატიური გავლენა იქონია, ჩვენ კონკრეტულ ზომებს მივიღებთ”, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა ქვეყნების აბსოლუტურად სუვერენული უფლებაა.

კომენტარები