ბრაზილია 2014

ნიგერიის ნაკრების მწვრთნელი: მესი იუპიტერიდანაა

sbs.com.au

არგენტინისა და ნიგერიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის შემდეგ, ნიგერიის მთავარმა მწვრთნელმა სტივენ კეშიმ განაცხადა, რომ "მესი იუპიტერიდანაა". 

ბარსელონას თავდამსხმელმა კეშის გუნდის კარში ორი გოლი გაიტანა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

"მესის ნიჭი ღმერთისგან აქვს ნაბოძები, ამას ვერ წაართმევთ. არგენტინაში კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მესი იუპიტერიდანაა", - განაცხადა ნიგერიის ნაკრების მწვრთნელმა, რომლის გუნდმაც მიუხედავად წაგებისა, მერვედფინალში გასვლა მაინც შეძლო.

რაც შეეხება მესის, გუშინდელი მატჩის შემდეგ, ის ბრაზილიელ ნეიმართან ერთად ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა - ბარსელონას ორივე ფეხბურთელს 4 გატანილი გოლი დაუგროვდა.

საგულისხმოა, რომ ბრაზილია 2014-მდე, არგენტინელმა მსოფლიოს ჩემპიონატის 8 მატჩში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა.

 

კომენტარები