ბრაზილია 2014

15 წლის გოგონამ გერმანიასთან ბრაზილიის დამარცხების გამო თავი მოიკლა

reuters.com

15 წლის ნეპალელმა გოგონამ პრაგია თაპამ, საყვარელი ნაკრების - ბრაზილიის გერმანიასთან გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხების შემდეგ თავი ჩამოიხრჩო. ინფორმაციას ამის შესახებ ევროსპორტი ავრცელებს.

პოლიციის თანამშრომლის თქმით, "მას ძალიან სურდა ფინალში ბრაზილიის ნახვა, მაგრამ ასე არ მოხდა".

"რამდენიმე მეგობარმა გოგონას დასცინა იმის გამო, რომ ბრაზილიას გულშემატკივრობდა. მეორე დღეს პაგიამ საკუთარ ოთახში თავი ჩამოიხრჩო".

გოგონა ნეპალალის დედაქალაქის მოშორებით მდებარე ერთ-ერთ სოფელში დედასთან, ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა.

კომენტარები