ოკუპირებული ტერიტორიები

ჟორჟოლიანი: ცხინვალის რეგიონში ყირიმის სცენარი არ განმეორდება

https://www.facebook.com/gia.jorjoliani.37

ცხინვალის რეგიონში ყირიმის სცენარის გამეორების საფრთხე არ არსებობს - ამის შესახებ ტაბულას გადაცემა ფოკუსის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, როგოც ცხინვალის რეჟიმი, ასევე მის მიერ დანიშნული რეფერენდუმი არალეგიტიმურია.

მისი აზრით, „დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, რაც შექმნილია უკრაინის გარშემო და გლობალურად მსოფლიოში, არ ვფიქრობ, რუსეთმა ასეთი (ცხინვალის რეგიონის შემოერთების) გადაწყვეტილება მიიღოს".

„არ მგონია, რუსეთისთვის ეს იყოს პოლიტიკურად მომგებიანი და სარგებლის მომტანი. რა თქმა უნდა, შეიძლება რუსეთმა უსარგებლო გადაწყვეტილებაც მიიღოს, მაგრამ ვფიქრობ, დღევანდელ ვითარებაში ეს იმდენად წამგებიანი იქნება რუსეთისათვის რომ, შექმნილი საერთაშორისო ვითარების გამო, ის ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

კომენტარები