კრიმინალი

კიკეთში 24 წლის ახალგაზრდა დაცხრილეს

შაბათ საღამოს, კიკეთში, ურთიერთშელაპარაკებისას 24 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ტყვია ესროლეს.

ახალგაზრდა უმძიმეს მდგომარეობაში რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

კომენტარები