ევროკავშირის განცხადება საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე

ევროკავშირი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

”2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირი ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან.

ასოცირების ხელშეკრულების მიზანია, გააღრმავოს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირთან და მოხდეს ქვეყნების ინტეგრაცია ევროკავშირის შიდა ბაზარზე - ყველაზე მსხვილ ბაზარზე მსოფლიოში. ეს ხელს შეუწყობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნას ევროკავშირსა და სამივე ქვეყანას შორის.

ხელმოწერის შემდეგ ბევრი სამუშაო იქნება გასაწევი ქვეყნების შიდა რეფორმების თვალსაზრისით. ევროკავშირი და თითოეული ქვეყანა ითანამშრომლებენ - კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის, სასამართლო რეფორმის გაუმჯობესებისთვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემისა და დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერების თვალსაზრისით.

თანამშრომლობის ძირითადი მხარეები:

ძირითადი რეფორმები: რეფორმები გათვალისწინებულია რამდენიმე ძირითად სფეროში, სახელმწიფო მართვის, სასამართლო, კანონის აღსრულების, ეკონომიკის აღდგენა და გაზრდის, მომხმარებელთა დაცვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, ინდუსტრიული განვითარების, სოციალური განვითარებისა და დაცვის, განათლების, ახალგაზრდობისა და კულტურის ჩათვლით.

ღირებულებები: ხელშეკრულება მყარ აქცენტს სვამს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებზე, მმართველობის გაუმჯობესებისა და კარგადფუნქციონირებად ეკონომიკურ ბაზარზე.

ვაჭრობა: ხელშეკრულებები ხელმომწერებს შესთავაზებს გარემოს სავაჭრო ურთიერთობების მოდერნიზაციისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით. ბაზრის გახსნა საბაჟო ტარიფებისა და კვოტის მოხსნით, კანონის ჰარმონიზაცია, ნორმები და რეგულაციები ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სექტორში ამას შესაძლებელს გახდის.

საქართველო

როდესაც ხელშეკრულება შევა ძალაში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო პირობები საქონელისა და მომსახურებისთვის, მათ შორის პირობები კომპანიებისთვის, დაუყონებლივ გაუმჯობესდება. ეს ხელს შეუწყობს ვაჭრობასა და ინვესტირებას. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელსაც სჭირდება უცხო ქვეყნების ინვესტიციები, რათა ბიძგი მისცეს ეკონომიკის ზრდას. ქართული საწარმოები შევლენ ევროკავშირის ბაზარზე ტრანზიტული პერიოდების გარეშე, მაგრამ ისიც მართალია, რომ გარკვეული დამატებითი სარგებელი, რომელსაც ხელშეკრულებისგან მიიღებს ქვეყანა, დამოკიდებული იქნება რეფორმების დასრულებაზე.

ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსთან უფრო შორსაც წავა, ვიდრე ეკონომიკური ინტეგრაციის კლასიკური ფორმებია, რომელიც სთავაზობს გაუმჯობესებულ სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობებს. შეთანხმება ასევე სთავაზობს ქვეყანას დახმარებას სავაჭრო რეფორმების თვალსაზრისით, რომელსაც აქვს მიზანი - ეკონომიკის აღდგენა და გაზრდა და ქართული ეკონომიკის უკეთესი ინტეგრაცია მსოფლიო ბაზრებზე. რეფორმების დასრულებით პროგნოზირებულია ეკონომიკის ზრდა წელიწადში 4.3%-ით (€292 000 000 ეროვნული შემოსავალი)”, - წერია განცხადებაში.

კომენტარები