ევროპის საბჭო

სტრასბურგში დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიხსნება

სტრასბურგში დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიხსნება, რომლის მუშაობაშიც საქართველოს დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. 

დელეგაციას ხელმძღვანელობს თედო ჯაფარიძე და მის შემადგენლობაში არიან: თინა ხიდაშელი, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ირაკლი ჩიქოვანი, დავით ბაქრაძე, ლევან ბერძენიშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი. 

სესიის პერიოდში გაიმართება პოლიტიკური ჯგუფებისა და კომიტეტების სხდომები. სესიაზე ძირითადი საკითხი იქნება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის არჩევა, სხვადასხვა ანგარიშებისა და რეზოლუციების განხილვა.

საპატიო სტუმრის სტატუსით სტრასბურგს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა. 

24 ივნისს თედო ჯაფარიძისა და ევროსაბჭოში საქართველოს ელჩის კოტე კორკელიას სახელით საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 15 წლისა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება.

კომენტარები