ლუფთჰანზა

ლუფთჰანზას დაგვიანებული რეისის მგზავრები, გუშინ გვიან ღამე დაბრუნდნენ

ლუფთჰანზას დაგვიანებული რეისის მგზავრები, გუშინ გვიან ღამე თბილისში ჩამოფრინდნენ.

ავიაკომპანი ლუფთჰანზას თვითმფრინავი, რომელიც მიუნხენიდან საქართველოში მოფრინავდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, თურქეთში, ათათურქის აეროპორტში დაეშვა. თვითმფრინავი სტამბოლის აეროპორტში ჰიდრავლიკის პრობლემების გამო დაეშვა. ბორტზე, 60 მგზავრიდან, 50 საქართველოს მოქალაქე იყო.

მგზავრები უკმაყოფილოები იყვნენ ავიაკომპანიის მომსახურებით და აღნიშნავენ, რომ ლუფთჰანზამ დროულად ვერ მოახერხა მათთვის ბილეთების გადაცვლა და სხვა რეისზე გადასმა, რის გამოც თბილისში რამდენიმე საათის დაგვიანებით გამოემგზავრნენ. 

კომენტარები