ლუფთჰანზა

ლუფთჰანზას თვითმფრინავი თბილისის ნაცვლად თურქეთში ავარიულად დაეშვა

ავიაკომპანი ლუფთჰანზას თვითმფრინავი, რომელიც მიუნხენიდან საქართველოში მოფრინავდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, თურქეთში დაეშვა.

ერთ-ერთი მგზავრის ინფორმაციით, კაპიტანმა თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემა შენიშნა, ამის შესახებ მგზავრებს აცნობა და რადგან თბილისის აეროპორტს შესაბამისი ტექნიკური მომსახურება არ აქვს, სტამბულის აეროპორტში დაჯდომა ამჯობინა. თვითმფრინავის 60 მგზავრიდან, 50 საქართველოს მოქალაქეა.

როგორც მგზავრი ამბობს, ისინი სტამბოლის აეროპორტში 5 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ლუფთჰანზასგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ. მგზავრები თურქეთში საქართველოს საკონსულოს დახმარებით სასტუმროებშია გადანაწილებული.

კომენტარები