უკრაინის კრიზისი

ობამა, მერკელი და ოლანდი რუსეთს დამატებითი სანქციებით ემუქრებიან

თეთრი სახლი
huffpost.com

პრეზიდენტი ობამა ცალცალკე, ტელეფონით ესაუბრა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს - ამის შესახებ ცნობას თეთრი სახლი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ობამამ, მერკელთან და ოლანდთან უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიარა. ლიდერები მიესალმნენ უკრაინის პრეზიდენტის მიერ ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. ლიდერებმა ასევე ხელახლა გაუსვეს ხაზი, რომ რუსეთი აღარ უნდა იმყოფებოდეს უკრაინის საზრვრებთან როგორც დესტაბილიზატორი - რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკან უნდა დაიხიონ უკრაინის საზღვრების გასწვრივ პოზიციებიდან, საიდანაც ისინი დესტაბილიზაციას ახდენენ და აღარ შეუშვან მებრძოლები მეზობელი ქვეყნის საზღვარზე, ასევე გამოიყენოს გავლენა შეაირაღებულ სეპარატისტებზე, რათა მათ დაყარონ იარაღი და უარი თქვან ძალადობაზე.

ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ თუ რუსეთი დაუყოვნებლივ არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციისთვის, აშშ და ევროკავშირი დამატებით ღონისძიებებს მიმართავს რათა რუსეთმა გადაიხადოს ფასი

ლიდერებმა ასევე გამოხატეს შეშფოთება ერაყთან და იმ საფრთხესთან დაკავშირებით, რაც მოდის ე.წ „ისლამური სახელმწიფოსგან - ერაყსა და ლევანტში",

კომენტარები