ტრეფიკინგი საქართველოში

საქართველო ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს

www.state.gov

საქართველოს მთავრობა სრულად ვერ აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს - ამის შესახებ ადამიანის ტრეფიკინგის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიში ნათქვამია, საქართველოს ანტიტრეფიკინგული კანონის ფარგლებში ძალისხმევა არის დაბალი, მაგრამ გაუმჯობესებულია წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით. ასევე წერია, რომ ამ საანგარიშო პერიოდში, ტრეფიკინგისთვის საქართველოში 5 ადამიანი გაასამართლეს, რაც წინა წლებთან შედარებით უკეთესი შედეგია.

საქართველო ტრეფიკინზე ანგარიშში მეორე ჯგუფშია. 2007- 2012 წლებში საქართველო პირველ ჯგუფში იყო, რაც ნიშნავს რომ ქვეყანა აკმაყოფილებდა იმ მინიმუმს რასაც ითხოვს ადამიანთა ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სტანდარტები.

სახელმწიფო დეპარტმანეტის ანგარიშში აღნიშნულია ქალების იძულებითი პროსტიტუცია და ქალების, ბავშვების და მამაკაცების იძულებითი შრომა. ანგარიშის მიხედვით, ქალების სექსუალური ტერფიკინგი ხდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე თურქეთში, რუსეთსა და გაერთიანებულ ემირატებში. აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოყვანილი ქალების იძულებითი პროსტიტუციის ობიექტები ბათუმსა და გონიოში ხდებიან. ქალები სექსუალური ტრეფიკინგის ობიექტები ძირითადად ხდებიან საუნებში, სასტუმროებში, კაზინოებში, სტრიპტიზ კლუბებში. ანგარიშის მიხედვით, ქართველი კაცები და ქალები იძულებითი შრომის მსხვერპლნი ხდებიან როგორც საქართველოში, ასევე თურქეთში, რუსეთში, აზერბაიჯანში, კვიპროსში, იტალიაში, ყატარში, შვედეთში.

ანგარიშის მიხედვით ქართველი მიგრანტები სხვადასხვა დაბალი კვალიფიკაციის საჭიროების მქონე სამსახურებს ეძებენ და როდესაც ჩადიან ამა თუ იმ ქვეყანაში, შემდეგ ხდებიან ტრეფიკინგის მსხვერპლნი.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ შრომითი ტრეფიკინგის არც ერთი მსხვერპლის იდენტიფიკაცია არ მომხდარა საქართველოს ფარგლებში. ანგარიშში რეკომენდაციებს სპეციალური თავი აქვს დათმობილი სადაც საუბარია პოლიციის სპეციალურ ტრენინგებზე, სამხილების და ეჭვმიტანილების არსებობის შემთხვევაში გამოძიებაზე, მათ შორის ბორდელების მეპატრონეების მიმართ, შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობაზე. 

კომენტარები