ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება

მარგველაშვილი: ჩემი დელეგაციაში ყოფნის საკითხი არ განხილულა

"ჩემი დელეგაციაში ყოფნა არ განხილულა" - თქვა მარგველაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემაში რეაქცია. 

წამყვანის შეკითხვაზე, თუ ვინ შეატყობინა მას, რომ იგი ხელმოწერის ცერემონიალს არ დაესწრებოდა, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მისი დელეგაციაში ყოფნის საკითხი არც განიხილებოდა, შესაბამისად არც არავის უთქვამს საპირისპირო. 

მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ მან სახელმწიფო ინტერესები გაითვალისწინა მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობას გადასცა ხელის მოწერის პრივილეგია და რომ არ ღირდა ეს ინტერესები პირად კინკლაობას გადაჰყოლოდა. 

ჩემთვის მთავარია, რომ ჩვენ ხელს მოვაწერთ და რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ადექვატურად ფუნქციონირებდეს. მე არ ვაზარალე საერთაშორისო ხელშეკრულება - ამბობს მარგველაშვილი.

მარგველაშვილი ამბობს, რომ მისი და ქართული ოცნების ხედვა ერთმანეთს ემთხვევა რიგ საკითხებში, როგორიც არის ევროატლანტიკური კურსი და რუსეთთან დაძაბულობის მოხსნა და სხვათაშორის სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების აღდგენა. 

კომენტარები